მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში მომხდარი სულისშემძვრელი ტრაგედიის გამო, რომელმაც ახალგაზრდების, მათ შორის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ჩვენი სტუდენტის მარიამ მაისურაძისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის დავით ბერიაშვილის სიცოცხლე შეიწირა. გარდაცვლილთა შორის არის ჩვენი გამორჩეული კურსდამთავრებული გიორგი ყარალაშვილი.
გამძლეობა და სულიერი სიმტკიცე შოვის სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს! ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტრაგედიას!